ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T3038 - ტენდერი გზის მოასფალტების და ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა“ აცხადებს ტენდერს გზის მოასფალტების და ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

სამუშაოების მოცულობა:

  • არსებული დაზიანებული ასფალტის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა/ნაგავსაყრელზე გატანა, 5 სმ სისქის ასფალტის დაგება - 1,650 მ2 ჯამური დასაგები რაოდენობა
  • არსებული დაზიანებული ბეტონის საფრის გასწვრივ არსებული დაზიანებული ბორდიურების მოხსნა/ნაგავსაყრელზე გატანა, 100*22*7 ზომის ბორდიურების მოწყობა - 290 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების სამუშაოს დეტალური აღწერილობისა და ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო ათი წლის განვალბაში.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
    ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, თემქის დასახლება მე-11 მ/რ პირველი კვარტალი , შპს თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის ადმინისტრაციული შენობა, მე-4 სართული (კანცელარია). კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაქტო პირი, რამაზ ბარდაველიძე 595 919862 ან ოთარ გადაბაძე 599 226208 ელ:ფოსტა gadabadze.o@gmail.com  დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 1 ნოემბრის 14:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები