ჩაბარების ვადა:
1 ნოემბერი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT3038 - ტენდერი გზის მოასფალტების და ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა“ აცხადებს ტენდერს გზის მოასფალტების და ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
სამუშაოების მოცულობა:
- არსებული დაზიანებული ასფალტის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა/ნაგავსაყრელზე გატანა, 5 სმ სისქის ასფალტის დაგება - 1,650 მ2 ჯამური დასაგები რაოდენობა
- არსებული დაზიანებული ბეტონის საფრის გასწვრივ არსებული დაზიანებული ბორდიურების მოხსნა/ნაგავსაყრელზე გატანა, 100*22*7 ზომის ბორდიურების მოწყობა - 290 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების სამუშაოს დეტალური აღწერილობისა და ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო ათი წლის განვალბაში.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, თემქის დასახლება მე-11 მ/რ პირველი კვარტალი , შპს თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის ადმინისტრაციული შენობა, მე-4 სართული (კანცელარია). კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაქტო პირი, რამაზ ბარდაველიძე 595 919862 ან ოთარ გადაბაძე 599 226208 ელ:ფოსტა gadabadze.o@gmail.com დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 1 ნოემბრის 14:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები