ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32389 - ტენდერი შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურის გარე სივრცეში განსათავსებლად დეკორატიული, მოცულობითი (3D) სარეკლამო ინსტალაციის დამზადებისა და მონტაჟის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 20 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურის გარე სივრცეში განსათავსებლად დეკორატიული, მოცულობითი (3D) სარეკლამო ინსტალაციის დამზადებისა და მონტაჟის მომსახურებაზე.

კონკრეტული დავალება:

  • ინსტალაცია უნდა შესრულდეს თანდართული ვიზუალური მაგალითის კონცეფციის მიხედვით და მოიცავდეს ერთმანეთთან კომპოზიციურად დაკავშირებულ გეომეტრიულ ჩარჩოებს, საკვები პროდუქტების სამგანზომილებიან ფიგურებსა და დეკორატიულ განათებას.
  • რაოდენობა: 1 (ერთი) ცალი
  • ინსტალაციის საორიენტაციო საერთო სიმაღლე: დაახლოებით 2 მეტრი. ზუსტი გაბარიტები და პროპორციები განისაზღვრება მომწოდებლის ტექნიკური წინადადებისა და დამკვეთის თანხმობის საფუძველზე.
  • ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/AW9zmKbqDZs2gCXa7

ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები: 

  • ინსტალაცია უნდა იყოს სამგანზომილებიანი (3D), ვიზუალურად მიმზიდველი და თანდართული ფოტო-რეფერენსის მსგავსი. საბოლოო დიზაინი შეთანხმდეს დამკვეთთან 
  • კონსტრუქცია უნდა დამზადდეს მყარი, გამძლე, გარე გამოყენებისთვის შესაფერისი მასალებისგან, რომლებიც მდგრადია ქარის, წვიმის, მზისა და სხვა გარემო პირობების მიმართ 
  • პროდუქტების 3D ფიგურები უნდა იყოს მოცულობითი, რეალისტური, ხარისხიანად დამუშავებული და გამძლე მასალისგან დამზადებული; 
  • ინსტალაციას უნდა ჰქონდეს LED დეკორატიული განათება, რომლის განლაგება და ფერები შეთანხმდება დამკვეთთან 
  • კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო, მყარად დამაგრებული და გათვლილი ავტოგასამართი სადგურის გარე სივრცეში განთავსებაზე, შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით 

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: 

  • ინსტალაციის დიზაინი/3D ვიზუალიზაცია და ზომები; 
  • გამოყენებული მასალებისა და განათების ტექნიკური აღწერა; 
  • დამზადებისა და მონტაჟის ვადები, საგარანტიო პირობები და სრული ღირებულება (ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ჩათვლით).

შენიშვნა: 

თანდართული ფოტო წარმოადგენს მხოლოდ საორიენტაციო ვიზუალურ კონცეფციას და არა მზა საინჟინრო პროექტს. მითითებული დაახლოებით 2-მეტრიანი სიმაღლე საორიენტაციოა; დასაშვებია ზომების, მასალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის დასაბუთებული ალტერნატივა, თუ დაცული იქნება ვიზუალური კონცეფცია, გამძლეობა, უსაფრთხოება და განათების ფუნქციონალი. 

ვიზუალური მაგალითი (რეფერენსი) იხილეთ თანდართულ ფაილში.

გადახდის პირობები: შეთანხმების საფუძველზე

ტენდერის ვადები: 5 კალენდარული დღე

ხელშეკრულების ვადები: 1 თვე

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ანა ბაძაღუა
557 430 160

ტენდერის კატეგორია:

  • 39154000 საგამოფენო აღჭურვილობა
  • 39294000 სადემონსტრაციო დანიშნულების აპარატები და მოწყობილობები
შეკითხვები