23 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32389 - ტენდერი შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურის გარე სივრცეში განსათავსებლად დეკორატიული, მოცულობითი (3D) სარეკლამო ინსტალაციის დამზადებისა და მონტაჟის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურის გარე სივრცეში განსათავსებლად დეკორატიული, მოცულობითი (3D) სარეკლამო ინსტალაციის დამზადებისა და მონტაჟის მომსახურებაზე.
კონკრეტული დავალება:
- ინსტალაცია უნდა შესრულდეს თანდართული ვიზუალური მაგალითის კონცეფციის მიხედვით და მოიცავდეს ერთმანეთთან კომპოზიციურად დაკავშირებულ გეომეტრიულ ჩარჩოებს, საკვები პროდუქტების სამგანზომილებიან ფიგურებსა და დეკორატიულ განათებას.
- რაოდენობა: 1 (ერთი) ცალი
- ინსტალაციის საორიენტაციო საერთო სიმაღლე: დაახლოებით 2 მეტრი. ზუსტი გაბარიტები და პროპორციები განისაზღვრება მომწოდებლის ტექნიკური წინადადებისა და დამკვეთის თანხმობის საფუძველზე.
- ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/AW9zmKbqDZs2gCXa7
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები:
- ინსტალაცია უნდა იყოს სამგანზომილებიანი (3D), ვიზუალურად მიმზიდველი და თანდართული ფოტო-რეფერენსის მსგავსი. საბოლოო დიზაინი შეთანხმდეს დამკვეთთან
- კონსტრუქცია უნდა დამზადდეს მყარი, გამძლე, გარე გამოყენებისთვის შესაფერისი მასალებისგან, რომლებიც მდგრადია ქარის, წვიმის, მზისა და სხვა გარემო პირობების მიმართ
- პროდუქტების 3D ფიგურები უნდა იყოს მოცულობითი, რეალისტური, ხარისხიანად დამუშავებული და გამძლე მასალისგან დამზადებული;
- ინსტალაციას უნდა ჰქონდეს LED დეკორატიული განათება, რომლის განლაგება და ფერები შეთანხმდება დამკვეთთან
- კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო, მყარად დამაგრებული და გათვლილი ავტოგასამართი სადგურის გარე სივრცეში განთავსებაზე, შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით
მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:
- ინსტალაციის დიზაინი/3D ვიზუალიზაცია და ზომები;
- გამოყენებული მასალებისა და განათების ტექნიკური აღწერა;
- დამზადებისა და მონტაჟის ვადები, საგარანტიო პირობები და სრული ღირებულება (ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ჩათვლით).
შენიშვნა:
თანდართული ფოტო წარმოადგენს მხოლოდ საორიენტაციო ვიზუალურ კონცეფციას და არა მზა საინჟინრო პროექტს. მითითებული დაახლოებით 2-მეტრიანი სიმაღლე საორიენტაციოა; დასაშვებია ზომების, მასალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის დასაბუთებული ალტერნატივა, თუ დაცული იქნება ვიზუალური კონცეფცია, გამძლეობა, უსაფრთხოება და განათების ფუნქციონალი.
ვიზუალური მაგალითი (რეფერენსი) იხილეთ თანდართულ ფაილში.
გადახდის პირობები: შეთანხმების საფუძველზე
ტენდერის ვადები: 5 კალენდარული დღე
ხელშეკრულების ვადები: 1 თვე
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ანა ბაძაღუა
557 430 160
ტენდერის კატეგორია:
- 39154000 საგამოფენო აღჭურვილობა
- 39294000 სადემონსტრაციო დანიშნულების აპარატები და მოწყობილობები