ჩაბარების ვადა:

1 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3924 - ფასთა გამოკითხვა სადემონტაჟო სამუშაოებსა და დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ (შემდგომში - შემსყიდველი) აცხადებს ფასთა გამოკითხვას კახეთის რეგიონში არსებული შენობა–ნაგებობების, სულ ექვსი ლოკაცია (იხილეთ დანართი) სადემონტაჟო სამუშაოებზე და დემონტაჟის განმახორციელებელი პირის მიერ დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალების შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები/პირობები

  • წინამდებარე ფასთა გამოკითხვა ხორციელდება ექვს ლოკაციაზე ერთობლივად;
  • აუცილებელ პირობას წარმოადგენს სადემონტაჟო სამუშაოების განმხორციელებელი პირის მიერ სამშენებლო მასალების, იმ ოდენობით და ღირებულებით შესყიდვა, როგორც მოცემულია, თანდართული აუდიტური კომპანია შპს „ინტელექტ - აუდიტის“ დასკვნებში, მიუხედავად იმისა, რომ დემონტაჟის შედეგად მეორადი მასალების რაოდენობა შესაძლოა აღმოჩნდეს განსხვავებული (შესაბამისად შემოთავაზებულ სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებას გამოკლდება მეორადი სამშენებლო მასალების ღირებულება);
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს, განსახორციელებელი სადემონტაჟო სამუშაოების დეტალური რესურსული ხარჯთაღრიცხვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტის გაკეთების და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სადემონტაჟო -სამშენებლო ნებართვის აღების ვალდებულება ექნება შემსყიდველის მიერ შერჩეულ პირს;
  • შემსყიდველის მიერ შერჩეულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მეორადი სამშენებლო მასალების და სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არსებული ნორმებისა და წესის შესაბამისად, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
  • სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება და შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ მეორადი სამშენებლო მასალების და სამშენებლო ნარჩენის ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში.

დამატებითი მოთხოვნები/პირობები

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
  • იმ შემთხვევაში, თუ მასალების ღირებულება აღემატება დემონტაჟის ღირებულებას, განიხილება წინამდებარე ფასთა გამოკითხვისაგან განსხვავებული პირობები და შესაბამისი შემოთავაზებები;
  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს უარი თქვას წინამდებარე ფასთა გამოკითხვაში მონაწილე პირთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, თუ ამ პირის მიმართ გაჩნდება გონივრული ეჭვის საფუძველი, სამუშაოების არ ან/და არაჯეროვნად შესრულების თაობაზე;
  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, წინამდებარე ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ მონაწილესთან, მისი თანხმობის შემთხვევაში გააფორმოს ხელშეკრულება, უფრო დაბალი ფასით ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდა ფასთა გამოკითხვის დროს.
  • მონაწილე პირის ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული სამართლებრივი შეზღუდვა.
  • შემსყიდველის მიერ სამუშაოების შესრულების დადასტურება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შემკვეთი გადაუხდის მენარდეს სახელშეკრულებო თანხის 80%;
  • დარჩენილი თანხის გადახდა მოხდება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები; 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა უნდა მოხდეს როგორც ჯამურად, ასევე თითოეულ ლოკაციაზე ცალ-ცალკე);
  • სანებართვო-სადემონტაჟო სამუშაოების გრაფიკი;

ხელშეკრულების გაფორმებამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაძლებელია მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გამოუხმობი საბანკო გარანტია – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობას დამატებული 30% (საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები; 
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

კომპანიის მიერ შერჩეული პირის შეიძლება მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა.
წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი.

წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტაციის ზოგადი შეფასება მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით:

  • სამუშაოების ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტის გამოცდილება და რეპუტაცია.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 01 ივნისს 18:00 სთ-მდე

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)

შენიშვნა: 
წინამდებარე ფასთა გამოკითხვის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული და დამუშავებული იქნება მხოლოდ წინამდებარე ფასთა გამოკითხვის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე ფასთა გამოკითხვის განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები