20 სექტემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4287 - ტენდერი თელავის ფილიალის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს თელავის ფილიალის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა (იხ.თანდართული ფაილი) როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (EXCEL) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ( ბოლო 6 თვის)
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).
- ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1153). მობ: 59511 01 74
- ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით გიორგი ანჯაფარიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: george_anjaparidze@yahoo.com მობ: 595787807
- სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები