Tenders.ge
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია

ტენდერი აუდიტორულ მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 16:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

  • საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურების შესყიდვის თაობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.
  • ტენდერის მიზანია: შეირჩეს ერთი კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს შესრულებას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ტექნიკური დავალება

2016 წლიდან 2018 წლის 31 აგვისტოს პერიოდამდე ფინანსური ანგარიშგების აუდიტი:

  • ფულადი სახსრების აუდიტი ;
  • მოგება ზარალის უწყისის აუდიტი;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის აუდიტი;
  • კაპიტალის შემცირებისას ან გაზრდისას, შესამცირებელი (კაპიტალიდან ამოსაღები) ან შესატანი ქონების ღირებულებისა და კაპიტალის შესაბამისი ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული გაანგარიშების აუდიტი;
  • ძირითად საშუალებებთან დაკავშირებულ ოპერაციათა აუდიტი;
  • არამატერიალური აქტივების აუდიტი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აუდიტი;
  • არამატერიალური აქტივების აუდიტი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აუდიტი;
  • ანგარიშსწორების აუდიტი;
  • კრედიტორული და დებიტორული დავალიანების აუდიტი
  • კრედიტორული დავალაიანების წარმოშობისა და წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვის დოკუმენტების სისწორის შემოწმება;
  • ფინანსური შედეგების აუდიტი;

საგადასახადო რისკების აუდიტი 2016 წლიდან 2018 წლის 31 აგვისტოს პერიოდამდე:

  • გადასახადების აღრიცხვისა და დეკლარირების სისწორის დადგენა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა მიმოხილვა და შესაბამისობის დადგენა:

საგანმანათლებლო რისკების აუდიტი

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს

  • აუდიტორულ ფირმას და აუდიტორებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული იქნებიან აუდიტორულ მომსახურებაში, უნდა გააჩნდეს ფინანსური და საგადასახადო კუთხით საქმიანობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება. ამასთან ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში პრეტენდენტის მიერ აუდიტის ფარგლებში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 300 000 (სამასი) ათასი ლარი. ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები); 2.2 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აუდიტორიული მომსახურების გამოცდილება, ბოლო სამ წელიწადში მინიმუმ ერთი აუდიტორიული მომსახურება მაინც უნდა ქონდეს გაწეული.
  • აუდიტორულ ფირმას უნდა ჰქონდეს აუდიტის მოქმედი საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
  • აუდიტორულმა ფირმამ უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის მე-2 მუხლის 2.4 პუნქტში მიითებული სერიფიცირებული პირების აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი

  • სამუშაოს შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.
  • ინადადების მიღების საბოლოო ვადა: 2018 წლის 14 სექტემბერი 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი N40/1.
  • წინადადებების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ბეჭდური სახით, დახურულ კონვერტში (დამოწმებული კომპანიის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით), რომელზეც მითითებული იქნება:
    - კომპანიის სრული დასახელება და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ. ფოსტა)
    - ტენდერის ნომერი, თარიღი.

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერში მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მის ნებისმიერ ეტაპზე.

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი ახსნა-განმარტება ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია უფლებას იტოვებს გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენდი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კომპანიის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსის ზოგად საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ შესყიდვების მენეჯერს:
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
ტელეფონი : 577 64 00 74

მოთხოვნები მონაწილეთა მიმართ
წინადადების წარდგენის მომენტისათვის მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებითი შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს ლარებში დღგ-ს ჩათვლით.
წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის მხრიდან.

ანგარიშსწორების პირობა; თანამშრომლობის პირობები;

  • ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს საფუძველზე, მხარეების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის (მიღება–ჩაბარების აქტი) ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
  • საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომერციული წინადადება (მ.შ. კომპანიის მოკლე წარდგენა)
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (დანართი N1)
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

ხელშეკრულების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები