12 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4636 - ტენდერი სასაწყობე სტელაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სასაწყობე სტელაჟების შესყიდვაზე, თანმდევი მომსახურებით (მიწოდება, მონტაჟი).
მოთხოვნები:
- სასაწყობე სტელაჟების შეძენა, მონტაჟით;
- მომწოდებელმა უნდა მოაწოდოს და დაამონტაჟოს სტელაჟები, მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში;
- სტელაჟების სიმაღლე 5 მეტრი - 3 რიგი, 800მმ * 1200მმ ევროპალეტებისათვის განკუთვნილი.
- სტელაჟები უნდა იყოს ქარხნული წესით მეტალოკონსტრუქციისაგან, EN 15512, 15620, 15635, 15629 ევროპული სტანდარტების თანახმად დამზადებული.
- დაფარული პოლიმერული საღებავით შესრულებული ZH/1/428 საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმატივის მიხედვით.
- პროფილის სისქე 2 მმ . თაროს სიღრმე 1050მმ. რიგელებს უნდა გააჩნდეს ძგიდე.
- ტვირთამწეობა წყვილ რიგელზე არანაკლებ 3200კგ.
- დიაფრაგმებს უნდა, ჰქონდეთ რიგელების სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილების შესაძლებლობა ყოველ 50 მმ-ში.
- 20 დიაფრაგმა 5000მმ სიმაღლის, 108 რიგელი 2700მმ სიგრძის, 5 ცალი სეისმური ჯვარედინი კავშირი.
- ორმაგი იატაკის მათანაბრებელი ფირფიტები 25კგ.
ნახაზი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
* ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
* შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი №1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლევან ბექაია 577 72 66 88
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=982&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი