ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4649 - ტენდერი ბანკის კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტში წვდომის, ელექტრონული ფოსტის და დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სისტემების ეფექტურ დაცვას, ფილტრაციას, კონტროლსა და მონიტორინგზე.

ტენდერის აღწერილობა:

ბაზისბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტში წვდომის, ელექტრონული ფოსტის და დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სისტემების ეფექტურ დაცვას, ფილტრაციას, კონტროლსა და მონიტორინგზე.

ბანკის განზრახულობანი

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტში წვდომის, ელექტრონული ფოსტის და დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სისტემების ეფექტურ დაცვას, ფილტრაციას, კონტროლსა და მონიტორინგს.
  • ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას, ქმედით მექანიზმს და გადაწყვეტის ძირითად პრინციპებს ბანკის მიერ დასახელებული ამოცანის გადასაწყვეტად.

ტერმინთა განმარტებები:
კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის და გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები.

კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას განახორციელოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროექტი. იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისთვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
  • სერტიფიცირებული სპეციალისტების და ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი ხელმოწერილი ორიგინალის სახით, რომლებიც უნდა იყოს მოთავსებული დალუქულ კონვერტში.
  • დოკუმენტები უნდა ჩაბარდეს სს ბაზისბანკს არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა 18:00 თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე: ქ. წამებულის გამზ. N:1;

კანდიდატების შერჩევა:

  • კანდიდატთა „მოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავს ბანკში შექმნილი კომისია.
  • „მოკლე სიაში“ შევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.
  • NDA-ს ხელმოწერის შემდგომ, პროექტის დეტალური გაანგარიშებისთვის, „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული ტექნიკური მოთხოვნა.

„მოკლე სიის“ შედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ:
შერჩეული კანდიდატები კანდიდატების „მოკლე სიის“ შესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ საბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

საჯაროობა:
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ან გამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება:

  • ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯი ნებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
  • ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.
  • ზეგავლენის მცდელობა
  • კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენა ინტერესთა გამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.

გამოყენებადი სამართალი:

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:
ტელეფონზე: 2 922 922
ელ-ფოსტა: nick.mujiri@basisbank.ge
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მუჯირი

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება