15 იანვარი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4664 - სოციალური ვიდეორგოლების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტში
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს სოციალური ვიდეორგოლების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტში.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად სოციალური ვიდეო-რგოლების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.
ტექნიკური დავალების აღწერა: დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან შეთანხმებით, წინასწარ შერჩეული თემატიკის ვიდეორგოლების მომზადება (ყველა ეტაპი - გადაღება, მონტაჟი, აუდიო მომსახურება და სხვა. შესაბამისი რგოლის შემოქმედებითი სპეციფიკის გათვალისწინებით.).
წლის განმავლობაში დაგეგმილია ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისი ვიდეორგოლების მომზადება შემდეგი მიმართულებებით:
- საიმიჯო ვიდეორგოლი - იმოგზაურე ქედაში
- მოკლე ფილმი ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ
- მოკლე ვიდეორგოლების სერია - წარმატებული ქედელების ისტორია
- მოკლე ფილმი - სოფლად ცხოვრება ქედაში
- მოკლე ვიდეორგოლების სერია - საგრანტო კონკურსის ბენეფიციარების წარმატების ისტორიები (პროექტის განხორციელებამდე და შემდეგ).
საქმიანობის პერიოდი: 2019-2020 წლები
პროდუქტის ხარისხი: Full HD
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადებაში;
- გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება აჭარის ა/რ-ში მოქმედ სუბიექტებს.
ტენდერში მონაწილეობა:
- აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომპანიის სახელწოდება (სახელი/გვარი), მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
- წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
- ერთი ვიდეოს მომზადების მომსახურების საფასური (დეტალურად წარმოდგენილი) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე (ფიზიკური პირის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადის გარეშე (net));
- სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას)
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nata.davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 15 იანვრისა;
- გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Tender/KedaLEADER
პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/პირს.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები