25 იანვარი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4722 - ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის განახლებაზე
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს ქედის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის განახლებაზე.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.
ტექნიკური დავალების აღწერა: დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის არსებული ვებგვერდის www.keda.ge განახლება.
განახლებულმა ვებგვერდმა უნდა უზრუნველყოს:
- მარტივი სამართავი პანელი;
- მარტივი, თანამედროვე და სხვადასხვა თაობაზე მორგებული დიზაინი;
- ქართული და ინგლისური ენების უზრუნველყოფა;
- გვერდებზე სწრაფი ნავიგაცია;
- ვებგვერდი ვიზიტორთა სტატისტიკისა და სხვა მონაცემთა შეგროვების ფუნქციით;
- პროექტის ტექნიკური ნაწილის ჩაბარების შემდეგ, სამართავი პანელის მოხმარბის ტრენინგის უზრუნველყოფა;
- სამართავი პანელის მართვის ინსტრუქცია;
- ხარვეზების შემთხვევაში, საიტის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერა.
საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ვებგვერდების მომზადების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად.
ტენდერში მონაწილეობა:
- აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
- კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
- კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
- ხედვა ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ვიზუალურ განახლებასთან დაკავშირებით (მსგავსი საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ვებგვერდების ლინკები)
- წარსულში განხორციელებული პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი.
- მომსახურების საფასური (დეტალურად) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
- სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა სასამართლოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 25 იანვრის 17:00 საათამდე;
- გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Website Tender/KedaLEADER
შეფასების კრიტერიუმები:
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
- სერვისის ფასი;
- შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.
პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები