ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4722 - ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის განახლებაზე

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს ქედის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის განახლებაზე.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით. 

ტექნიკური დავალების აღწერა: დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის არსებული ვებგვერდის www.keda.ge განახლება.

განახლებულმა ვებგვერდმა უნდა უზრუნველყოს:

  • მარტივი სამართავი პანელი;
  • მარტივი, თანამედროვე და სხვადასხვა თაობაზე მორგებული დიზაინი;
  • ქართული და ინგლისური ენების უზრუნველყოფა;
  • გვერდებზე სწრაფი ნავიგაცია;
  • ვებგვერდი ვიზიტორთა სტატისტიკისა და სხვა მონაცემთა შეგროვების ფუნქციით;
  • პროექტის ტექნიკური ნაწილის ჩაბარების შემდეგ, სამართავი პანელის მოხმარბის ტრენინგის უზრუნველყოფა;
  • სამართავი პანელის მართვის ინსტრუქცია;
  • ხარვეზების შემთხვევაში, საიტის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერა. 

საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვებგვერდების მომზადების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად. 

ტენდერში მონაწილეობა:

  • აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
  • კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
  • კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
  • ხედვა ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ვიზუალურ განახლებასთან დაკავშირებით (მსგავსი საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ვებგვერდების ლინკები)
  • წარსულში განხორციელებული პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი.
  • მომსახურების საფასური (დეტალურად) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 25 იანვრის 17:00 საათამდე;
  • გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Website Tender/KedaLEADER

შეფასების კრიტერიუმები:

  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • სერვისის ფასი;
  • შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები