7 მარტი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4929 - ტენდერი ბუნებრივი აირის (CNG) ავტო-გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ ექსპერტიზაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ბუნებრივი აირის (CNG) ავტო-გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ ექსპერტიზაზე 26/02-NEO-S/TD-19
მომსახურების აღწერა:
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება N 60, 81“ ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამათი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა შესაბამისად.
22 ავტო გაზ გასამართი სადგურის - ტექნიკური ექსპერტიზა.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სადგურების მისამართები;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- მოქმედი აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც გაცემულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს-აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური მომსახურების შესახებ (მომსახურების დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია მომსახურებათა შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე. ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 მარტი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები