ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4929 - ტენდერი ბუნებრივი აირის (CNG) ავტო-გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ ექსპერტიზაზე 

ტენდერის აღწერილობა:

შპს ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ბუნებრივი აირის (CNG) ავტო-გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ ექსპერტიზაზე 26/02-NEO-S/TD-19

მომსახურების აღწერა:

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება N 60, 81“ ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამათი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა შესაბამისად.

22 ავტო გაზ გასამართი სადგურის - ტექნიკური ექსპერტიზა.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • სადგურების მისამართები;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • მოქმედი აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც გაცემულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს-აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური მომსახურების შესახებ (მომსახურების დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია მომსახურებათა შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე. ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები