ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5485 - თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოების მშენებლობის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს თვითმომსახურების ექვსი ავტოსამრეცხაოს აშენების შესყიდვაზე.

თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოები უნდა აშენდეს თბილისში 6 ლოკაციაზე: დიღომში, ვარკეთილში, გლდანში, ფეიქრების, ბ. ხმელნიცკისა და ბელიაშვილის ქუჩებზე;

  • კონსტრუქციული, არქიტექტურული ნახაზები და ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართულ ფაილებში;
  • მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა წინადადება წარადგინოს როგორც ერთი პროექტის, ასევე რამდენიმე, ან ყველა პროექტის შესრულებაზე;

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა (,,სმეტა“)
  • შესრულების ვადები;
  • შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ანალოგიური საქმიანობის (მშენებლობა, ავტოსამრეცხაოს მშენებლობა) გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელშეკრულება/ები დაიდება პრეტენდენთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 18 ივნისისა 16:00 სთ.
  • მითითებული თარიღის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ იქნება განხილული.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეო ოხანაშვილი
ტელ: 577921777
ელ-ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები