ჩაბარების ვადა:

11 ოქტომბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5987 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო” აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება.

დაზღვეულთა რაოდენობა: 1000 +

სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შეთხვევისგან დაზღვევა, მათ შორის, დროებითი უუნარობის შემთხვევაში და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისსა და რეგიონებში.

ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

  • თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით -  მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 21 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე);
  • ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში (დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე) თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო ორი პაკეტი ერთი მინიმალური ღირებულების სადაზღვევო პაკეტი ( 30 ლარიანი ინდივიდუალური (მხოლოდ თანამშრომლის და/ან შვილი 21 წელს ზემოთ დაზღვევა) და 65 ლარიანი საოჯახო (თანამშრომელი + მეუღლე + შვილები (რაოდენობა შეუზღუდავად) და მეორე სადაზღვევო პაკეტი შედარებით მაღალი ღირებულების (100% და 90%-იანი დაფარვით). მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის.
  • საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და „+“ პირები. (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (21 წლამდე).
  • ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების (მათ შორის ქრონიკული დაავადებები) და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სრულად შევსებული თანდართული Excel-ის დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე; იმ შემთხვევაში თუ excel-ის ფაილში ჩამოთვლილ მომსახურების სია არ ასახავს სრულად თქვენ მიერ შემოთავაზების წინადადებას, გთხოვთ დაამატოთ მომსახურება და შესაბამისი პირობები.
  • სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მაშტაბით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დაზღვეულისთვის სადაზღვეო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწრებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული.
  • გამონაკლისი შემთხვევებისათვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (გთხოვთ მიუთითოთ თანხა)

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 11 ოქტომბერი 2019 წ. (18:00-მდე)
  • სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: healthinsurance@finca.ge

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ფინკა ბანკი საქართველოს HR დეპარტამენტი
სს ფინკა ბანკი საქართველო
სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 71, თბილისი 0181
ტელ.: (+99532) 2207410/11 ext: # 1039
ელ. ფოსტა: healthinsurance@finca.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები