31 ოქტომბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6084 - ტენდერი ბანკნოტების დასაბანდეროლებელი აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკნოტების დასაბანდეროლებელი აპარატების შესყიდვაზე.
საქონლის |
მოდელი |
შესასყიდი |
ერთ. ფასი |
ჯამური ფასი (დოლარი) |
საგარანტიო პერიოდი (თვე) |
მოწოდების ვადა (კლ.დღე) |
დასაბანდეროლებელი აპარატი ბანკნოტებისთვის | 42 | $ | $ |
შემოთავაზებული საქონლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ ქვემოთ მოთხოვნილი პარამეტრბის:
- აპარატის ზომა: დაახლოებით 300 x 280 x 400mm. სასურველია მცირე ზომის
- აპარატის წონა: დაახლოებით 15 კგ, სასურველია ნაკლები
- ბანკნოტების შეკვრის/შეფუთვის შესაძლებლობა ქაღალდის ლენტით
- წარმადობა/სიჩქარე: არანაკლებ 20-25 შეკვრა 1 წთ-ში;
- სასიცოცხლო ხანგრძლივობა: მაღალი დატვირთვის პირობებში 5 წელი (დღეში 4 000 - 5 000 შეკვრამდე)
- შედუღების ხარისხი: მჭიდრო (სიმჭიდროვის რეგულირების შესაძლებლობით - მცირე რაოდენობის ფურცლების შეკვრის ჩათვლით)
- სასურველია ქაღალდის ლენტის პოზიციის რეგულირების შესაძლებლობა
- უპირატესობად ჩაითვლება ქაღალდის ლენტზე ბეჭვდის ფუნცია
- შეკვრის / შედუღების დრო: 2-3,5წმ
- საწყის მდგომარეობაში სწრაფი დაბრუნების ფუნქციით
- აპარატებს უნდა მოყვებოდეს: სერვის მანუალი, მომხმარებლის მანუალი, მანქანის შემადგენელი ელემენტების გრაფიკა სადაც იქნება მითითებული დეტალების ნომრები, დასახელებები და გრაფიკული აღწერა (რის მიხედვითაც საჭიროებისამებრ მოგვაწვდის კონტრაქტორი კომპანია მანქანის დეტალებს)
- ასევე გახარჯვადი მასალა: შესაფუთი ლენტი და კარტრიჯები (ბეჭდვის ფუნქციის შემთხვევაში)
- სამომხმარებლო კონსულტაცია/ტრენინგი: სამომხმარებლო, ტექნიკური, ასევე ნებისმიერ დროს მწარმოებლის ტექნიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია (დისტანციურად)
- საჭიროებისამებრ პრევენციულ და რეაქტიულ საჭიროებისამებრ ტექნიკურ/სარემონტო სერვისის მოწოდება
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
- ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ თანხაზე 1800 აშშ დოლარი.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 31 ოქტომბერი 17:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 1800 დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები