ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6084 - ტენდერი ბანკნოტების დასაბანდეროლებელი აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკნოტების დასაბანდეროლებელი აპარატების შესყიდვაზე.

საქონლის
დასახელება

მოდელი

შესასყიდი
რა-ბა

ერთ. ფასი
(დოლარი)

ჯამური ფასი
(დოლარი)
საგარანტიო პერიოდი
(თვე)
მოწოდების ვადა
(კლ.დღე)
დასაბანდეროლებელი აპარატი ბანკნოტებისთვის   42 $ $    

შემოთავაზებული საქონლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ ქვემოთ მოთხოვნილი პარამეტრბის:

  • აპარატის ზომა: დაახლოებით 300 x 280 x 400mm. სასურველია მცირე ზომის
  • აპარატის წონა: დაახლოებით 15 კგ, სასურველია ნაკლები
  • ბანკნოტების შეკვრის/შეფუთვის შესაძლებლობა ქაღალდის ლენტით
  • წარმადობა/სიჩქარე: არანაკლებ 20-25 შეკვრა 1 წთ-ში;
  • სასიცოცხლო ხანგრძლივობა: მაღალი დატვირთვის პირობებში 5 წელი (დღეში 4 000 - 5 000 შეკვრამდე)
  • შედუღების ხარისხი: მჭიდრო (სიმჭიდროვის რეგულირების შესაძლებლობით - მცირე რაოდენობის ფურცლების შეკვრის ჩათვლით)
  • სასურველია ქაღალდის ლენტის პოზიციის რეგულირების შესაძლებლობა
  • უპირატესობად ჩაითვლება ქაღალდის ლენტზე ბეჭვდის ფუნცია
  • შეკვრის / შედუღების დრო: 2-3,5წმ
  • საწყის მდგომარეობაში სწრაფი დაბრუნების ფუნქციით
  • აპარატებს უნდა მოყვებოდეს: სერვის მანუალი, მომხმარებლის მანუალი, მანქანის შემადგენელი ელემენტების გრაფიკა სადაც იქნება მითითებული დეტალების ნომრები, დასახელებები და გრაფიკული აღწერა (რის მიხედვითაც საჭიროებისამებრ მოგვაწვდის კონტრაქტორი კომპანია მანქანის დეტალებს)
  • ასევე გახარჯვადი მასალა: შესაფუთი ლენტი და კარტრიჯები (ბეჭდვის ფუნქციის შემთხვევაში)
  • სამომხმარებლო კონსულტაცია/ტრენინგი: სამომხმარებლო, ტექნიკური, ასევე ნებისმიერ დროს მწარმოებლის ტექნიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია (დისტანციურად) 
  • საჭიროებისამებრ პრევენციულ და რეაქტიულ საჭიროებისამებრ ტექნიკურ/სარემონტო სერვისის მოწოდება

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ თანხაზე 1800 აშშ დოლარი.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 31 ოქტომბერი 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 1800 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 ოქტომბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'800.00 $