ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6141 - ტენდერი ხონის მუნიციპალიტეტში სათემო განათლების ცენტრის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC - Danish Refugee Council) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა ტენდერში და წარმოადგინონ ფასის შეთავაზებები ხონის მუნიციპალიტეტში სათემო განათლების ცენტრის მშენებლობისთვის (საკადასტრო კოდი: 37.07.38.610).

აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2019 წლის იანვარში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და KfW თანამშრომლობით განხორციელებული ”ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა და მასპინძელი თემებისთვის” პროქტის ფარგლებში.

  • მოწვეული კომპანიები: საქართველოში იურიდიულად რეგისტრირებული ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები
  • ტენდერის დასახელება: ხონის მუნიციპალიტეტში სათემო განათლების ცენტრის მშენებლობა
  • წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა: 22 ნოემბერი, 2019, 17:00.
  • მისამართი: ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC-Danish Refugee Council) დასავლეთ საქართველოს ოფისი, ზუგდიდი, 8 მარტის ქუჩა #1

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოწვევის წერილს და ტენდერის ფაილს. ლინკი მოიცავს მოწვევას ქართულ და ინგლისურ ენებზე ისევე როგორც ტენდერის სრულ დოსიეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ქართული თარგმანები წარმოადგენს ინფორმაციულ ხასიათს და შესაბამისად ტენდერი ივსება ინგლისურ ტენდერის ფაილში და ყველა დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, გარდა იმ დოკუმენტებისა რაც აღნიშნულია მოწვევაში რომ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ქართულად. თუ აღმოჩენილი იქნება განსხვავებები ქართულ და ინგლისუ ენებს შორის, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ დოკუმენტაციას.

  • ასევე გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ტენდერში მონაწილების წესებს და დოკუმენტაციის ჩაბარების რეგულაციებს, კერძოდ, წინადადებები უნდა იქნეს მოთავსებული 2 დალუქულ შიდა კონვერტში, რომლებიც აღინიშნება როგორც ორიგინალი და ასლები (ერთი ორიგინალი და ერთი ასლი) და ეს ორი შიდა კონვერტი განთავსდება ერთ დიდ გარე კონვერტში, სატენდერო ფორმის 14-ე მუხლის შესაბამისად. ყველა კონვერტში უნდა იყოს მითითებული კომპანიის სახელწოდება (სახელი, მისამართი) და ტენდერის ნომერი. ტენდერი უნდა ჩაბარდეს ხელით ან ფოსტის მეშვეობით ზემოთ მითითებულ მისამართზე.
  • გაითვალისწინეთ რომ ხარჯთაღრიცხვა- BoQ (მე-8 ნაწილი, რომელსაც თან ერთვის ტენდერის დოკუმენტს) უნდა იყოს წარმოდგენილი ლარში დღგ-ს ჩათვლით. გარდა ზემოაღნიშნული მოთხოვნებისა საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია პუნქტში „ინსტრუქციები მონაწილეებისათვის“, მონაწილეებმა ასევე უნდა გაგზავნონ DRC ელ-ფოსტაზე procurement.WG@drc-sc.org ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიები ექსელის ფორმატში, წინადადბის წარდგების საბოლოო ვადამდე მითითებული ზემოთ.

ნებისმიერი შეკითხვა ტენდერთან დაკავშირებით, უნდა შეავსოთ თანდართული სატენდერო წინადადების კითხვა-პასუხის (Q&A) ფორმაში (იხ. დანართი 4) და გამოაგზავნოთ DRC– ის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე procurement.WG@drc-sc.org 2019 წლის 15 ნოემბრამდე.

ყველა დაინტერესებული პრეტენდენტისთვის კითხვა-პასუხების სესიის ჩატარება, 2019 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე DRC-ს დასავლეთ საქართველოს ოფისში მისამართზე: 8 მარტის ქ. # 1, ზუგდიდი. ასევე შეიძლება მონაწილეობა Skype- ით.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები