ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6296 - გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრის მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბავშვთა სათამაშო მოედნის, გარე ფიტნეს ტრენაჟორებისა და სკვერის მოწყობა

ტენდერის აღწერილობა:

2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტის ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დევნილ თემებში მცირემასშტაბიანი სათემო პროექტების მხარდაჭერა იგეგმება, კერძოდ, 2019 წელს კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრის მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: 66.46.24.513.010) ბავშვთა სათამაშო მოედნის, გარე ფიტნეს ტრენაჟორებისა და სკვერის მოწყობა.

მოთხოვნა შემოთავაზებაზე (შემდგომში შემოთავაზება) #: RFQ-GEO-001291
შემოთავაზებაზე მოთხოვნის გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 4 დეკემბერი.
შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის თარიღი: 2019 წლის,13დეკემბერი.
შემოთავაზებაზე მოთხოვნის დახურვის დრო: 17:00

შემოთავაზების საგანი:
"გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე სათემო ცენტრის მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: 66.46.24.513.010) ბავშვთა სათამაშო მოედნის, გარე ფიტნეს ტრენაჟორებისა და სკვერის მოწყობა“.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ ფას(ებ)ის კვოტირება მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანდართული დოკუმენტების შესაბამისად: დანართი A - დეტალური ბიუჯეტის ფორმა, დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი, დანართი C-არქიტექტურული გეგმა.

შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: procurement@drc-sc.org ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. N 37დ, 0179, თბილისი, საქართველო

  • შემოთავაზების ფორმა RFQ-GEO-001291 - სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; გთხოვთ, არ დაამრგვალოთ თანხა და ყვითლად მონიშნული ყველა გრაფა შეავსოთ.
  • დანართი A - დეტალური ბიუჯეტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; გთხოვთ, არ დაამრგვალოთ თანხა.
  • დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.
  • დანართი C-არქიტექტურული გეგმა - არ საჭიროებს ხელმოწერას, მაგრამ იმის ნიშნად, რომ გაეცანით, უკან გამოგზავნილი დოკუმენტაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. 

შემოთავაზების ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, შემომთავაზებელმა შემოთავაზების ფორმა ყველა თანდართული დოკუმენტით უნდა წარმოადგინოს დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოს შემომთავაზებელი კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი RFQ-GEO-001291

შემოთავაზების ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, შემომთავაზებელმა უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი RFQ-GEO-001291 ი-მეილის საგნის ველში.

შემოთავაზების შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე
  • შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 13 დეკემბერი, 17:00-სთ თბილისის დროით.
  • არასრულად შევსებული, ნაკლული და დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება განხილული.

ის ორგანიზაციები, რომლებსაც არ აქვს ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება ავსებენ ასევე დამატებით Supplier Profile Registration Form ( შეავსეთ და ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმეთ) და Supplier Code Of Conduct( ხელმოწერით დაამოწმეთ).

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები