ჩაბარების ვადა:
17 იანვარი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6430 - ტენდერი საინკასაციო ჟილეტების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საინკასაციო ჟილეტების შესყიდვაზე, რომელშიც ბანკის მიერ მოხდება დამცავი ჯავშნირებული ფილების მოთავსება.
დასახელება | რა-ბა | ზომა | ფერი |
ერთ. ფასი |
ჯამური ფასი |
მოწოდების |
საინკასაციო ჟილეტი | 50 ცალი |
S-XL | (ფოტოზე მოცემული) |
დამატებითი მოთხოვნები:
- საინკასაციო ჟილეტი უნდა იყოს თავსებადი შემდეგი პარამეტრების მქონე ჯავშნირებული ფილებისთვის: სიგანე 25 სმ, სიმაღლე 30 სმ, სისქე 2 სმ, წონა 2,6 კგ;
- თითო საინკასაციო ჟილეტში უნდა თავსდებოდეს ორი ფილა: წინა და უკანა მხარეს;
- საინკასაციო ჟილეტის ზომა უნდა იყოს რეგულირებადი, რომელიც მოერგება შემდეგ ზომებს: S-XL
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად, დამკვეთის მიერ მოთხოვნილ მისამართზე: ქ. თბილისი, ურეკის ქ. #2;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთჯერადი ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი რაოდენობის ჯამურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი და მოწოდების ვადა;
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.
- პრეტენდენტი ტენდერით გათვალისწინებული საქონელი შემოგვთავაზოს სრულად.
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს შესასყიდი საქონლის ნიმუში;
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- თანდართული ფაილი სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში;
- შემოთავაზებული საქონლის ფოტოსურათი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 17 იანვარი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი რაოდენობის ჯამურ თანხაზე;
- ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7810)
მობ.:(+995 595) 03 64 84
ელ-ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
დოკუმენტაცია
სატენდერო განცხადება (საინკასაციო ჟილეტები)
სატენდერო განცხადება (საინკასაციო ჟილეტები)
საინკასაციო ჟილეტის ფოტო
საინკასაციო ჟილეტის ფოტო
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა