ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6858 - ტენდერი ბორჯომის საბადოს ცენტრალური უბნის №70 ჭაბურღილის სანიტარული ზონის და დაბის მტკნარი წყლის საბადოს სანიტარული ზონის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ბორჯომის საბადოს ცენტრალური უბნის №70 ჭაბურღილის სანიტარული ზონის და დაბის მტკნარი წყლის საბადოს სანიტარული ზონის კეთილმოწყობის სამუშაოების (იხ. დანართი N1, N2 და დანართი N3) შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს. 

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარში);
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების  ვადის შესახებ/სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2020  წლის 10 აგვისტომდე);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება, მის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ზემოთაღნიშნულ სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების დეტალური ნახაზები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com

დამატებითი ტექნიკური განმარტების მისაღებად კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს ბ-ნ ვატო შარაშენიძეს: vsharashenidze@ids-borjomi.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები