ჩაბარების ვადა:

8 ივნისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6924 - ტენდერი სხვადასხვა სახის სადეზინფექციო ხსნარების, ჰიგიენისა და რესპირატორული დაცვის საშუალებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ სხვადასხვა სახის სადეზინფექციო ხსნარების, ჰიგიენისა და რესპირატორული დაცვის საშუალებების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს 13 (ცამეტი) ლოტად

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 08 ივნისის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სსვითიბი ბანკი ჯორჯია(ლოტის დასახელება, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეტენდენტი)

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობას და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ირაკლი შენგელაია,
მობილურის ნომერი: 595-33-16-04;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1231),
ელ. ფოსტა: i.shengelaia@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე   არანაკლებ 24 საათით ადრე,  სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და  ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/92/tenderi-skhvadaskhva-sakhis-sadenzipeqtsio-sashualebebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება