ჩაბარების ვადა:

8 ივნისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6931 - კვლევა მუნიციპალიტეტებში კრიზისული სიტუაციების მართვის შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 08.06.2020 -ის 17:00 საათამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება PDF-ფორმატში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ და ქართულ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ შემოთავზების გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი- 83356121, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება PDF - ფორმატში 2 ცალკეულ PDF ფაილად, ერთი ფაილი უნდა მოიცავდეს საფასო შემოთავაზებას, ხოლო მეორე ფაილი შინაარსობრივ შემოთავაზებას. გთხოვთ ფაილები დაასათაუროთ შემდეგნაირად: 1. Financial Offer 2. Technical Offer
  • სხვა ფორმატში გამოგზავნილ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს, გარდა ზემოთ მითთებული მისამართისა, მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია. 

გთხოვთ, შემოთავაზებაში მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • ფირმის სრული სახელწოდება (საიდენტიფიკაციო ნომერი)
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ფირმის მისამართი

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში– შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ge_quotation@giz.de შეკითხვის გამოგზავნისას ელ.ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისი ტენდერის ნომერი- 83356121და ასევე სიტყვა „Question”, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შეკითხვის იდენტიფიცირება.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 11.06.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება