ჩაბარების ვადა:
19 ივნისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6969 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ:
ჰიდროელექტრო სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე 09/06-GIEC-S/FS-20
შესყიდვის ზოგადი პირობები:
- ჰიდროელექტრო სადგურების რაოდენობა: 3;
- ჰიდროელექტრო სადგურების მისამართები:
- ამბროლაურის რაიონი, სოფ. სადმელი (რაჭა-რიცეულა ჰესი);
- გორის რაიონი, სოფელი ქვეში (ტირიფონი ჰესი);
- კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი (იგოეთი ჰესი); - სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ჰიდროელექტრო სადგურზე არსებული შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე;
- სახანძრო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახანძრო უსაფრთხოების ნორმასა და ტექნიკურ მოთხოვნას;
- სახანძრო სისტემა მოწყობა ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ მის შემდეგ რაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა დაასრულებს სადგურის შემოწმების პროცესს და გასცემს შესაბამის სახანძრო უსაფრთხოების აქტს;
- დანართი #1 და დანართი# 2-ის სახით მოცემულია რაჭა-რიცეულასა და იგოეთი ჰესების ნახაზები, ტირიფონი ჰესის დეტალური ნახაზი წარმოდგენილი არ არის;
- დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ყველა ჰიდროელექტრო სადგურის მისამართზე ადგილზე სიტუაციის გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რომ მოხდეს სახანძრო სისტემის ყველა ტექნიკური საშუალების სწორად შერჩევა.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით ყველა ჰიდროელექტრო სადგურისთვის ცალ-ცალკე;
- დეტალურად გაწერილი გადახდის ვადები და პირობები, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი ვადები და გეგმა-გრაფიკი;
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სახანძრო სიგნალიზაციის მიწოდება-მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება პროდუქციის მწარმოებლის ტექნიკური ყველა მოთხოვნის დაცვით;
- პრეტენდენტი ვალდებულია კომერციულ წინადადებაში შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მისი კომპანიის მიერ მსგავსი სამუშაოების შესრულების შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატები და ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება;
- წარმოადგინოს დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები და ვადები;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს ორგანიზაციის რეკვიზიტები: იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია;
- დამკვეთი იტოვებს უფლებას შეასრულოს ზემოდაღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად ან საერთოდ უარი განაცხადოს კონკრეტულ სადგურზე სახანძრო სისტემის მოწყობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
- წინადადების წარდგენის წესი:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 ივნისი 17 საათი.
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18, GIG Plaza-ს შენობა; - სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტის დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა;
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდეტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი - ჰიდროელექტრო სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობა, 09/06-GIEC-S/FS-20;
სატენდერო დოკუმნტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
დიმიტრი აგეკიანი,
მობ: (598) 88-94-90,
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge
ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტების ნახვასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
ლერი ჭიპაშვილი,
მობ: (599) 88-11-66.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები