ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6969 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე კერძოდ:

ჰიდროელექტრო სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობაზე 09/06-GIEC-S/FS-20

შესყიდვის ზოგადი პირობები:

  • ჰიდროელექტრო სადგურების რაოდენობა: 3;
  • ჰიდროელექტრო სადგურების მისამართები:
    - ამბროლაურის რაიონი, სოფ. სადმელი (რაჭა-რიცეულა ჰესი);
    - გორის რაიონი, სოფელი ქვეში (ტირიფონი ჰესი);
    - კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი (იგოეთი ჰესი);
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ჰიდროელექტრო სადგურზე არსებული შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე;
  • სახანძრო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახანძრო უსაფრთხოების ნორმასა და ტექნიკურ მოთხოვნას;
  • სახანძრო სისტემა მოწყობა ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ მის შემდეგ რაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა დაასრულებს სადგურის შემოწმების პროცესს და გასცემს შესაბამის სახანძრო უსაფრთხოების აქტს;
  • დანართი #1 და დანართი# 2-ის სახით მოცემულია რაჭა-რიცეულასა და იგოეთი ჰესების ნახაზები, ტირიფონი ჰესის დეტალური ნახაზი წარმოდგენილი არ არის;  
  • დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ყველა ჰიდროელექტრო სადგურის მისამართზე ადგილზე სიტუაციის გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რომ მოხდეს სახანძრო სისტემის ყველა ტექნიკური საშუალების სწორად შერჩევა.

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით ყველა ჰიდროელექტრო სადგურისთვის ცალ-ცალკე;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის ვადები და პირობები, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი ვადები და გეგმა-გრაფიკი;
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სახანძრო სიგნალიზაციის მიწოდება-მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება პროდუქციის მწარმოებლის ტექნიკური ყველა მოთხოვნის დაცვით;
  • პრეტენდენტი ვალდებულია კომერციულ წინადადებაში შემოთავაზებულ საქონელზე მიუთითოს წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მისი კომპანიის მიერ მსგავსი სამუშაოების შესრულების შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატები და ანალოგიური პროექტების შესრულების გამოცდილება;
  • წარმოადგინოს დეტალურად გაწერილი საგარანტიო პირობები და ვადები;
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს ორგანიზაციის რეკვიზიტები: იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას შეასრულოს ზემოდაღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად ან საერთოდ უარი განაცხადოს კონკრეტულ სადგურზე სახანძრო სისტემის მოწყობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
  • წინადადების წარდგენის წესი:

    წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 ივნისი 17 საათი.

    წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18, GIG Plaza-ს შენობა;
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტის დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა;
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდეტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი - ჰიდროელექტრო სადგურებზე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოწყობა, 09/06-GIEC-S/FS-20;

სატენდერო დოკუმნტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
დიმიტრი აგეკიანი,
მობ: (598) 88-94-90,
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge

ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტების ნახვასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
ლერი ჭიპაშვილი,
მობ: (599) 88-11-66.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები