ჩაბარების ვადა:
11 ივლისი 2020, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT7093 - ტენდერი საცხოვრებელი კორპუსის ფიბრობეტონის ფილებით მოპირკეთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს საცხოვრებელი კორპუსის ფიბრობეტონის ფილებით მოპირკეთების შესყიდვაზე:
მასალების მოწოდების და სამუშაოების შესრულების მისამართია ქ. თბილისი, ც.დადიანის ქ. N90 /საკადასტრო კოდი 01.12.12.030.039/
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- არქიტექტურული ნახაზი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ მასალით მოპირკეთების შესაძლო ვარიანტები;
- პროდუქციის /ფიბრობეტონის/ ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
- ალუმინის სამონტაჟო კარკასი შესრულებული უნდა იყოს შავი ანოდიზირებული დაფარვით.
- გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები - არსებობის შემთხვევაში)
- აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის/კატალოგის წარდგენა.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
- შენიშვნა: ფირმამამ უნდა უზრუნველყოს ყველა პროცესი საქონლის მოწოდებიდან მისი მონტაჟის ჩათვლით სრულად საკუთარი საშუალებებით და ძალებით, მათ შორის უსაფრთხოების წესების დაცვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 11 ივლისი 13:00 საათი.
- დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება მითითებულ ელ ფოსტებზე: contact@apexd.ge და porchkhidze.nikolozi@gmail.com
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
მობ: +995 557117111
ელ.ფოსტა: contact@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები