ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7099 - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევის განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

  • გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 ივლისი 2020 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 17.07.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევის განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-004.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83358427


გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.07.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

მოგესალმებით. ToR-ის 4.1 პუნქტში მითითებულია, რომ კვლევამ უნდა გამოიყენოს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები. თუმცა, შემდეგ კვლევის ინსტრუმენტების დეტალური აღწერისას მითითებულია მხოლოდ თვისებრივი კვლევის მეთოდები - სამაგიდე კვლევა, ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები. ამდენად, რაოდენობრივი კვლევის კომპონენტი აღარ უნდა გავითვალისწინოთ ფროფოუზალში?

GIZ
GIZ

1. მოგესალმებით. ToR-ის 4.1 პუნქტში მითითებულია, რომ კვლევამ უნდა გამოიყენოს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები. თუმცა, შემდეგ კვლევის ინსტრუმენტების დეტალური აღწერისას მითითებულია მხოლოდ თვისებრივი კვლევის მეთოდები - სამაგიდე კვლევა, ფოკუს-ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები. ამდენად, რაოდენობრივი კვლევის კომპონენტი აღარ უნდა გავითვალისწინოთ ფროფოუზალში? საჭიროებისამებრ უნდა გაითვალისწინოთ, როგორც რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი კვლევის მეთოდები.

მიმწოდებელი 1

გამარჯობა. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. დამატებით ერთი შეკითხვა მაქვს კვლევის დაწყების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით. თუ არის შესაძლებელი რომ დაწყების თარიღი იყოს სექტემბერი, რადგან აგვისტოს თვე ძალიან დატვირთული გვაქვს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის პატივისცემით, თათია კახაძე

GIZ
GIZ

სამწუხაროდ, ვთვლით, რომ საწყისი თარიღის სექტემბერში გადაწევის შემთხვევაში კვლევა მოსწრებადი არ იქნება, რადგან საბოლოო დედლაინის (30 ნოემბერი) გადაწევის შესაძლებლობა არ გვაქვს.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, გიკავშირდებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI). გწერთ GIZ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის თაობაზე თემაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევის განხორციელება. რამდენიმე დეტალის დაზუსტება მსურს 1) კვლევა მოიცავს 10 თუ 15 მუნიციპალიტეტს? 2) გადმოსაგზავნ proposal-ში არის თუ არა შეზღუდული სიტყვების ან გვერდების რაოდენობა? 3) Fixed Price/amount contract/subcontract იქნება თუ Grant-based contract და როგორ მოხდება ტრნაშების ჩარიცხვა - ფინანსური ანგარიშების წარდგენის შემდეგ, თუ ფინანსური ანგარიშის წარდგენის გარეშე, მხოლოდ deliverable-ების წარდგენით? მადლობა ინფორმაციისთვის საუკეთესო სურვილებით, თათია კახაძე

GIZ
GIZ

1) კვლევა მოიცავს 10 თუ 15 მუნიციპალიტეტს? როგორც ტექსტში ნახავთ, საკვლევი მუნიციპალიტეტების რაოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუმცა, მუნიციპალიტეტების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ დავინახოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა (თითო მუნიციპალიტეტი მაინც თითო რეგიონიდან). რაც შეეხება 15 საპილოტე მუნიციპალიტეტს (სადაც GGLD-იმ სამომავლოდ უნდა განახორციელოს კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ღონისძიებები), მათი განსაზღვრა და შემოთავაზება უნდა მოხდეს კვლევის შედეგად. 2) გადმოსაგზავნ proposal-ში არის თუ არა შეზღუდული სიტყვების ან გვერდების რაოდენობა? არ არის მითითებული სიტყვების/გვერდების შეზღუდული რაოდენობა. 2) Fixed Price/amount contract/subcontract იქნება თუ Grant-based contract და როგორ მოხდება ტრნაშების ჩარიცხვა - ფინანსური ანგარიშების წარდგენის შემდეგ, თუ ფინანსური ანგარიშის წარდგენის გარეშე, მხოლოდ deliverable-ების წარდგენით? გრანტის ხელშეკრულება არ იქნება, გაფორმდება საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. შუალედური და საბოლოო გადახდები დამოკიდებული იქნება წარდგენილ deliverable-ებზე.