
28 ივლისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7234 - მოკლევადიანი იურიდიული კონსულტაცია: კლასტერებისთვის იურიდიული ფორმის შეფასება და რეკომენდაცია
- გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2020 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 28.07.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
- ტენდერის დასახელება: “Short term Legal consulting: assessment and recommendation of a legal form for clusters “
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83359200
დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 03.08.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.
ტენდერის კატეგორია:
- 79100000 იურიდიული მომსახურებები
მოგესალმებით, მინდა რამდენიმე საკითხი დავაზუსტო: (1) როდის დაიწყება პროექტი, უფრო კონკრეტულად, რა დროიდან დგას პროექტში იურისტის ჩართვის საჭიროება? (2) რა ეტაპზე ხდება ანაზღაურება - პროექტის ცალკეული ფაზის თუ სრულად დასრულებისას? (3) პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების ოდენობა მხოლოდ სამი პირით არის შეზღუდული? (4) დავაზუსტებ სატენდერო დოკუმენტაციის N2 დანართზე, სამწუხაროდ, ცალკე მიბმული ფაილის სახით აღნიშნული დანართი გვერდზე განთავსებული არ არის, ფინანსური შემოთავაზების ნაწილი უნდა მომზადდეს მხოლოდ ToR-ში მითითებული ცხრილის შესაბამისად? (გვ.4) იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცხრილით გათვალისწინებული ინფორმაცია საკმარისია მომსახურების თანმდევი ხარჯის (მაგ. სანოტარო, სარეგისტრაციო, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის) გათვალისწინება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს? (5) ასევე, შემოთავაზებული ფასი ფიქსირებულად რჩება თუ შესაძლებელია მისი გადაანგარიშება ფაქტობრივი ნამუშევარი დროის და შეთავაზებული ფასის, როგორც მაქსიმალური ზღვრის, გათვალისწინებით? მადლობა დახმარებისათვის.
მოგესალმებით, გიგზავნით პასუხებს თქვენ შეკითხვებზე: (1) როდის დაიწყება პროექტი, უფრო კონკრეტულად, რა დროიდან დგას პროექტში იურისტის ჩართვის საჭიროება? პაუხი: პროექტი დაიწყება არაუგვიანეს აგვისტოს მეორე კვირისა. (2) რა ეტაპზე ხდება ანაზღაურება - პროექტის ცალკეული ფაზის თუ სრულად დასრულებისას? პასუხი: მხარეთა შეანხმების თანახმად (3) პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების ოდენობა მხოლოდ სამი პირით არის შეზღუდული? პაუხი: არა, სამი პოზიციაა და პოზიციისთვის განსაზღვრული დღეების რაოდენობა. (4) დავაზუსტებ სატენდერო დოკუმენტაციის N2 დანართზე, სამწუხაროდ, ცალკე მიბმული ფაილის სახით აღნიშნული დანართი გვერდზე განთავსებული არ არის,ფინანსური შემოთავაზების ნაწილი უნდა მომზადდეს მხოლოდ ToR-ში მითითებული ცხრილის შესაბამისად? (გვ.4) იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცხრილით გათვალისწინებული ინფორმაცია საკმარისია მომსახურების თანმდევი ხარჯის (მაგ. სანოტარო, სარეგისტრაციო, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის) გათვალისწინება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს? პასუხი: დიახ. თანმხლები ხარჯების ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი ინვოისით ან წინასწარ შეთანხმებით დაიფარება GIZის მიერ. რაც შეეხება დანართ 2 ეს ამ დოკუმენტს შეიცავს სატენდერო წერილი (Tender announcement) (5) ასევე, შემოთავაზებული ფასი ფიქსირებულად რჩება თუ შესაძლებელია მისი გადაანგარიშება ფაქტობრივი ნამუშევარი დროის და შეთავაზებული ფასის, როგორც მაქსიმალური ზღვრის, გათვალისწინებით? მადლობა დახმარებისათვის. პასუხი: შემოთავაზებული ფასი დარჩება ფისქირებული გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემსრულებელი არ დაასაბუთებს რომ საქმიანობის შესრულებისას გამოიყენა განსაზღვრული დღეების რაოდენობა.
მოგესალმებით, მინდა რამდენიმე საკითხი დავაზუსტო: (1) როდის დაიწყება პროექტი, უფრო კონკრეტულად, რა დროიდან დგას პროექტში იურისტის ჩართვის საჭიროება? (2) რა ეტაპზე ხდება ანაზღაურება - პროექტის ცალკეული ფაზის თუ სრულად დასრულებისას? (3) პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების ოდენობა მხოლოდ სამი პირით არის შეზღუდული? (4) დავაზუსტებ სატენდერო დოკუმენტაციის N2 დანართზე, სამწუხაროდ, ცალკე მიბმული ფაილის სახით აღნიშნული დანართი გვერდზე განთავსებული არ არის, ფინანსური შემოთავაზების ნაწილი უნდა მომზადდეს მხოლოდ ToR-ში მითითებული ცხრილის შესაბამისად? (გვ.4) იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცხრილით გათვალისწინებული ინფორმაცია საკმარისია მომსახურების თანმდევი ხარჯის (მაგ. სანოტარო, სარეგისტრაციო, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის) გათვალისწინება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს? (5) ასევე, შემოთავაზებული ფასი ფიქსირებულად რჩება თუ შესაძლებელია მისი გადაანგარიშება ფაქტობრივი ნამუშევარი დროის და შეთავაზებული ფასის, როგორც მაქსიმალური ზღვრის, გათვალისწინებით? მადლობა დახმარებისათვის.
გამარჯობა, გვაქვს შემდეგი შეკითხვები: ა) რამდენად არის დაიდენტიფიცირებული ის კონკრეტული მეწარმეები, რომელთა შესაბამის კლასტერში გაერთიანება წარმოადგენს მოცემული პროექტის მიზანს. თუ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენი მეწარმე შედის თითოეულ კლასტერში? ბ) ჯამში 5 კლასტერი შეიქმნება თუ შესაძლებელია რომ უფრო მეტად დაიყოს? მაგალითად: Kakheti and Imereti local wine and food tourism cluster - რომ დაიყოს ორ კლასტერად იმერეთის ცალკე და კახეთის ცალკე თუ თავად მეწარმეებისგან იქნება მსგავსი სურვილი.
მოგესალმებით, გიგზავნით პასუხებს თქვენ კითხვებზე. ა) რამდენად არის დაიდენტიფიცირებული ის კონკრეტული მეწარმეები, რომელთა შესაბამის კლასტერში გაერთიანება წარმოადგენს მოცემული პროექტის მიზანს. თუ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენი მეწარმე შედის თითოეულ კლასტერში? პასუხი: კლასტერის წევრები იდენტიფიცირებულია, თუმცა მზარდია. საშუალოდ ყველა კლასტერში ამ ეტაპზე 20-25 მდე მეწარმეა გაერთიანებული. ბ) ჯამში 5 კლასტერი შეიქმნება თუ შესაძლებელია რომ უფრო მეტად დაიყოს? მაგალითად: Kakheti and Imereti local wine and food tourism cluster - რომ დაიყოს ორ კლასტერად იმერეთის ცალკე და კახეთის ცალკე თუ თავად მეწარმეებისგან იქნება მსგავსი სურვილი. პასუხი: ჯამში არის 5 კლასტერი და კლასტერების რაოდენობის შეცვლა არ მოიაზრება.