ჩაბარების ვადა:
23 სექტემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7564 - ტენდერი სათავო ოფისში ავეჯის დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ავეჯის დამზადება/მონტაჟი თანდართული პროექტის (დანართი #1) და ვიზუალიზაციის (დანართი #2) შესაბამისად;
- წინადადება შემოთავაზებული უნდა იყოს პროექტში წარმოდგენილი ოთახების და ავეჯის ერთეულის ღირებულებების მითითებით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისი;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის თაობაზე და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
- გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკში“;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე ბანკის წარმომადგენელთან (განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირთან) ერთად დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 23 სექტემბერი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“,სათავო ოფისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ავეჯის დამზადება/მონტაჟი);
- პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადება ასევე გადმოაგზავნოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00; ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ: სალომე ჩახუნაშვილი,მობ: 599 58 35 86; არქიტექტორი გიორგი ანჯაფარიძე, ელ-ფოსტა: Giorgi.Anjaparidze@lb.ge; მობ: 595 78 78 07.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი