4 თებერვალი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8648 - ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.
მომსახურების აღწერილობა:
- შპს ჯორჯიან ბაზალტის კარიერიდან (თეთრიწყაროს რაიონის სოფ. დურნუკი) ბაზალტის ღორღის (ფრაქცია 10-25 მმ) კუთრი წონა 1.25ტ ტრანსპორტირება (ორი მიმართულებით).
- საორიენტაციო ჯამური რაოდენობებით 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით:
- დურნუკი - კასპი, ჰაიდელბერგ ცემენტის ქარხანა: 27,000 – 32,000 ტონა; სავარაუდო მანძილი 120 კმ
- დურნუკი - რუსთავი, ჰაიდელბერგცემენტის ქარხანა: 8,000 – 12,000 ტონა. სავარაუდო მანძილი 70 კმ
ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ.
შენიშვნა: ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით. გადახდა მოხდება კონკრეტული თვის 15-20 რიცხვამდე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
- ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით (საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილები.
წინადადების წარდგენის წესი:
- საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ალექსი ხვედელიძე
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 4 თებერვლის 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: დავით ბეჟაშვილი
მობ: 591 70 27 65
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი ალექსი ხვედელიძე
მობ: 591 70 78 04
ელ.ფოსტაზე: akhvedelidze@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები