ჩაბარების ვადა:

4 თებერვალი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8648 - ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

 შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.

მომსახურების აღწერილობა:

  • შპს ჯორჯიან ბაზალტის კარიერიდან (თეთრიწყაროს რაიონის სოფ. დურნუკი) ბაზალტის ღორღის (ფრაქცია 10-25 მმ) კუთრი წონა 1.25ტ ტრანსპორტირება (ორი მიმართულებით).
  • საორიენტაციო ჯამური რაოდენობებით 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით:
    - დურნუკი - კასპი, ჰაიდელბერგ ცემენტის ქარხანა: 27,000 – 32,000 ტონა; სავარაუდო მანძილი 120 კმ
    - დურნუკი - რუსთავი, ჰაიდელბერგცემენტის ქარხანა: 8,000 – 12,000 ტონა. სავარაუდო მანძილი 70 კმ

ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ.

შენიშვნა: ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით. გადახდა მოხდება კონკრეტული თვის 15-20 რიცხვამდე  მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული; 
  • ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით (საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

წინადადების წარდგენის წესი:

  • საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. 
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ალექსი ხვედელიძე 
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 4 თებერვლის 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: დავით ბეჟაშვილი
მობ: 591 70 27 65

დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი ალექსი ხვედელიძე
მობ: 591 70 78 04
ელ.ფოსტაზე: akhvedelidze@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები