ჩაბარების ვადა:
19 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8928 - ფასთა გამოკითხვა POS ტერმინალების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 19 მარტი, 18:00 საათი.
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი აცხადებს ფასების მოკვლევას POS ტერმინალების შესყიდვაზე:
- ინტეგრირებული - 1000 ერთეული
- Standalone – 1000 ერთეული
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს, რომელიც დაიშვება შემდეგ ეტაპზე POC-ში მონაწილეობის მისაღებად;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს POS ტერმინალის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიისა და მხარდაჭერის მომსახურების ჯამური ფასი;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და datasheet ფაილები
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში და შეიცავდეს როგორც მოწყობილობის, ასევე ლიცენზიის და პროდუქტიულ გარემოში დანერგვის და ტრეინინგების საფასურს;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად, რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები ან პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
- მომდევნო 3 წლის განმავლობაში ლიცენზიების / ტექ. მხარდაჭერის მომსახურების განახლების ღირებულება
- გარანტია მინიმუმ 1 წლის ვადით
- დაზიანებული ტერმინალების შეკეთების საფასური, წინასწარ გაწერილი Price list-ის მიხედვით დაზიანების კატეგორიების გათვალისწინებით.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
დავალებათა აღწერილობა:
- შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში. შემოთავაზებული გადაწყვეტილებებიდან აირჩევა ერთი ან ორი კანდიდატი, რომლებიც დაშვებულები იქნებიან POC ეტაპზე.
- წარმატებული POC ეტაპის შემდეგ, მომწოდებელმა უნდა განახორციელოს გადაწყვეტილების დანერგვა რეალურ გარემოში.
- სატენდერო რაოდენობა შესაძლოა გაიყოს ეტაპებად დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით მაქსიმუმ 2021 წლის დეკემბრამდე. გარანტიის ამუშავება და ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მიწოდების თარიღის გათვალისიწნებით.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები.
- მიმწოდებელი უნდა იყოს რეგისტრირებულია საქართველოში და ექვემდებარებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 19 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ გოგია
ელ. ფოსტა: tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები