ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8928 - ფასთა გამოკითხვა POS ტერმინალების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 19 მარტი, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი აცხადებს ფასების მოკვლევას POS ტერმინალების შესყიდვაზე:

  • ინტეგრირებული - 1000 ერთეული
  • Standalone – 1000 ერთეული

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს, რომელიც დაიშვება შემდეგ ეტაპზე POC-ში მონაწილეობის მისაღებად;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს POS ტერმინალის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიისა და მხარდაჭერის მომსახურების ჯამური ფასი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და datasheet ფაილები
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში და შეიცავდეს როგორც მოწყობილობის, ასევე ლიცენზიის და პროდუქტიულ გარემოში დანერგვის და ტრეინინგების საფასურს;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად, რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები ან პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
  • მომდევნო 3 წლის განმავლობაში ლიცენზიების / ტექ. მხარდაჭერის მომსახურების განახლების ღირებულება
  • გარანტია მინიმუმ 1 წლის ვადით
  • დაზიანებული ტერმინალების შეკეთების საფასური, წინასწარ გაწერილი Price list-ის მიხედვით დაზიანების კატეგორიების გათვალისწინებით.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

  • შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში. შემოთავაზებული გადაწყვეტილებებიდან აირჩევა ერთი ან ორი კანდიდატი, რომლებიც დაშვებულები იქნებიან POC ეტაპზე.
  • წარმატებული POC ეტაპის შემდეგ, მომწოდებელმა უნდა განახორციელოს გადაწყვეტილების დანერგვა რეალურ გარემოში.
  • სატენდერო რაოდენობა შესაძლოა გაიყოს ეტაპებად დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით მაქსიმუმ  2021 წლის დეკემბრამდე. გარანტიის ამუშავება და ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მიწოდების თარიღის გათვალისიწნებით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები.
  • მიმწოდებელი უნდა იყოს რეგისტრირებულია საქართველოში და ექვემდებარებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 19 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ გოგია
ელ. ფოსტა: tenders@gc.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 მარტი 2021 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა