ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9289 - ფასთა გამოკითხვა ალაზანი და ალაზანი 2 ჰესის წყალმიმღებში დამონტაჟებული წმინდა გისოსების დერივაციული არხის (მდინარის) ნატანისაგან ავტომატურად გამწმენდი მოწყობილობის დაპროექტება, დამზადება და მონტაჟზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ალაზანი და ალაზანი 2 ჰესის წყალმიმღებში დამონტაჟებული წმინდა გისოსების დერივაციული არხის (მდინარის) ნატანისაგან ავტომატურად გამწმენდი მოწყობილობის დაპროექტება, დამზადება და მონტაჟზე.

ალაზანი / ალაზანი 2 ჰესის ტექნიკური პარამეტრები:

  • დაწნევა, H მ. – 35 მეტრი; 35 მეტრი;
  • წყლის ხარჯი, Q მ ³ / წმ    20 მ ³ / წმ; 20 მ ³ / წმ; 
  • წყალმიმღები B x H მ. – 9.0 x 6.5; 18.0 x 3.0;
  • წმინდა გისოსი L x B x δ მმ –  5300x60x15; 3000x60x6;
  • წმინდა გისოსის ღიობი, A მმ – 30; 50;

გამწმენდი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური(პროგრამული) მართვით, მომსახურე ოპერატორის გარეშე, რომლის ასევე დაექვემდებარება მდგომარეობის მიხედვით შეტანილი ცვლილებებით მართვას, ასევე ლენტური კონვეირით და ნატანის დამაგროვებელი კონტეინერით.

შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს მუშა პროექტი, მექანიკური / ელექტრული, მართვა და სპეციფიკაციები.

აუცილებელია, რომ თითოეულ პოზიციაზე მოწოდებული იქნეს ღირებულება ცალ-ცალკე, რათა შესაძლებელი იყოს კვანძებად შერჩევა და არ გამოიწვევს მთლიანი პროდუქტის ფასის ცვლილებას.

თანდართული ფაილები:

  • წყალმიმღების გისოსების ნახაზები

შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება და მისამართი:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (შპს სსეკ)
  • მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. 2;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება უნდა წარმოდგენილი იყოს შემდეგი სახით:
    - მუშა პროექტის ღირებულება
    - მუშა პროექტში შემავალი ყველა  მოწყობილობის ცალ-ცალკე  ღირებულება.
    - სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება
    - გაშვება გამართვის სამუშაოების ღირებულება
  • ფასი უნდა ითვალისწინებდეს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 აპრილი, 18:00 საათი
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ტენდერის ნომერი - 12/04-GIG-P/UNI-21
  • წინადადების  ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: v_kobaidze@gig.ge

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ-ფოსტა: v_kobaidze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: (595) 00-14-77

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები