ჩაბარების ვადა:
27 იანვარი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11796 - ტენდერი კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტზე 13.01-GIEC-HYDRO-TURBINA/Service-2022.
სამუშაოს სპეციფიკაცია:
- კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტი
- ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა - 1 ცალი;
- ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
- უძრავი ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 1 ცალი;
- მილისა - 1 ცალი
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
დეტალების ნახაზები; (დანართი #1-2)
ტექნიკური დავალება. (დანართი #3)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 27 იანვარი, 17:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (13.01-GIEC-HYDRO-TURBINA /Service-2022);
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი;
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
დოკუმენტაცია
2022 კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტი
2022 კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტი
დანართი #1 Kakhareti HPP TG 1
დანართი #1 Kakhareti HPP TG 1
დანართი #2 BUSH 2400 2900 002
დანართი #2 BUSH 2400 2900 002
დანართი #3 ტექნიკური დავალება
დანართი #3 ტექნიკური დავალება
ყველას ჩამოტვირთვა