ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16622 - ტენდერი მეორადი ინვენტარის რეალიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს მეორადი ინვენტარის რეალიზაციასთან დაკავშირებით და იწვევს ინვენტარის შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

გასაყიდი საქონელი: სხვადასხვა სახეობის ინვენტარი, რომლის დეტალური ჩამონათვალი მოცემულია დანართში №2 და განთავსებულია მისამართზე თბილისი, გურამიშვილის №19

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ყველა მასალის ერთიანი შესყიდვა;
  • ინვენტარის  გატანა უნდა მოხდეს თავად შემსყიდველის მიერ, სს კრედო ბანკის გარე საწყობის ტერიტორიიდან: თბილისი, გურამიშვილის №19
    - I სართული

ფასების მოწოდების წესი:

  • ფასის დადგენა უნდა მოხდეს ინვენტარის დათვალიერების შედეგად  მითითებულ მისამართზე
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, გაყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. 
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, საუკეთესო ფასის გათვალისწინებით;

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული ფორმა დანართი №1.
  • მხოლოდ ხელმოწერილი ფორმები დანართი №3 და დანართი №4

დამატებითი ინფორმაცია:

  • რეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 24 მარტი, 17:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 24 მარტი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ნოდარ თათარაშვილი
ინვენტარის ადმინისტრირების ოფიცერი
Inventory Administration Officer
M | (+995) 595 21 25 90

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 მარტი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა